ფირმა Abarth დაარსდა სახელგანთქმულ ქალაქ ტურინში, მრბოლერისა და კონსტრუქტორის, კარლო აბარტის მიერ, რომელიც ფირმა Porsche-ს იტალიურ წარმომადგენლობაში მუშაობდა. Abarth-ი აწარმოებდა თავის მოდელებს ავტომანქანა Fiat-ის ბაზაზე. კომპანია საავტომობილო ბაზარზე სულ 22 წელი 1949-1971 წ. არსებობდა.
კარლო აბარტმა დამოუკიდებლად შექმნა მოდელი 1100, რომელმაც მას 18 გამარჯვება მოუპოვა. მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად ერთი მეორის მიყოლებით იქმნებოდა საუკეთესო მოდელები.1950 წელს მან შექმნა ავტომობილი, რომელსაც 190 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლო. ამ ავტომობილის ძირითადი თავისებურება კვერცხისმაგვარი ფორმა და მცირე წონა იყო. შემდეგი ავტომობილი, რომელმაც ასევე წარმატება მოუტანა მფლობელს, 1956 წელს გამოვიდა, მისი ძრავი 750 სმ3 იყო.